15-16 ივლისს ბერლინში გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,კონსტიტუციური რეფორმა საქართველოში“
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი, კომისიის მდივანი თენგიზ შარმანაშვილი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები, კომისიის წევრები, ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტები, კონსტიტუციონალისტები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. მათ შორის: ბონდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დოქტორი ვოლფგანგ ბაბეკი, ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდერ ბლანკენაგელი, ვიურცბურგის უნივერსიტეტის პროფესორი რალფ ბრინკტრინე, ვენეციის კომისიის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ძირითადი უფლებების დეპარტამენტის უფროსი სიმონა გრანატა-მენჯინი, ვენეციის კომისიის წევრი, პროფესორი სერჯიო ბარტოლე, ვენეციის კომისიის მდივანი ტომას მარკერტი, ვენეციის კომისიის წევრი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ანგელიკა ნუსბერგერი, ჰამბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისა საკითხთა ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი შტეფან ოტერი, აუვერნის უნივერსიტეტის პროფესორი ჟან-პერ მასიასი, ჰააგის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე გერიტიან ვან ოვენი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი სტივენ ფიში.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა.